ფრანგი სტუდენტების ვიზიტი საინფორმაციო ცენტრში

იანვარი 21, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ფრანგ სტუდენტებს უმასპინძლა.

საინფორმაციო ცენტრის ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ინფორმირების სამსახურის უფროსმა მარიამ დოლიძემ ფრანგ სტუმრებს ცენტრის სტრუქტურა, საქმიანობის პრიორიტეტები და მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო . აგრეთვე ისაუბრა საქართველოს მოსახლეობის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე. ამ მხრივ მარიამ დოლიძემ საინფორმაციო ცენტრის სამიზნე აუდიტორიის, განხორციელებული პროექტებისა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის წინააღმდეგ საინფორმაციო ცენტრის გამოცდილების შესახებ ისაუბრა და ამ მიმართულებით ხაზგასმით აღნიშნა სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა.

ფრანგი სტუდენტები საქართველოს თავდაცვის აკადემიის მოწვევით ესტუმრნენ.