გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოს სათემო ცენტრის ბენეფიციარებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აგვისტო 2, 2022

02.08.22 – სოფელი ნაზარლო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოს სათემო ცენტრის ბენეფიციარებთან ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტების შესახებ გაცნობიერებული მხარდაჭერის მოპოვების საქმეში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას.

ყურადღება გამახვილდა ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სარგებელსა და შესაძლებლობებზე, რომლებსაც ევროკავშირი სხვადასხვა პროგრამების საშუალებით გვთავაზობს. საუბარი, ასევე, შეეხო ანტი-დასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის შედეგად არსებულ საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის გზებს.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული ეთნიკური უმცირესობების ენაზე თარგმნილი სანფორმაციო მასალები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.