გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 11, 2022
11.11.22 – სოფელი მარტყოფი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთობლივი ორგანიზებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა გახსნეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებმა, რომლებმაც საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასა და ახალგაზრდების ინფორმირების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, მონაწილეებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო ევროპული გაერთიანების შექმნის ისტორიულ კონტექსტს, ევროკავშირის გაფართოებისა და ინსტიტუციონალიზაციის ეტაპებს.
ყურადღება გამახვილდა ქართული პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე გატანის შესაძლებლობებზე, უვიზო მიმოსვლასა და ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus+ შესაძლებლობებზე.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის თემატური და საიმიჯო მასალები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.