გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოს სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 7, 2022

07.11.22 – სოფელი ნაზარლო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთობლივი ორგანიზებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებმა, რომლებმაც საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას გაუსვეს ხაზი.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, ნატო-ს შექმნის ისტორიულ კონტექსტზე, გაფართოების ეტაპებსა და ორგანიზაციის ამოცანებსა და პრინციპებზე ისაუბრა.
შეხვედრის მეორე ნაწილი ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკისა და სამომავლო პერსპექტივების განხილვას დაეთმო. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს შორის მრავალწლიან პარტნიორობაზე და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის თემატური და საიმიჯო მასალები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.