გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 11, 2022

11.11.22 – სოფელი ვაზიანი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთობლივი ორგანიზებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ნატო-საქართველოს ურთიერთობის საკითხზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებმა გახსნეს, რომლებმაც საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, მონაწილეებს ნატო-ს შექმნის ისტორიული კონტექსტი, გაფართოების ეტაპები და ორგანიზაციის ამოცანები და პრინციპები გააცნო.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკისა და სამომავლო პერსპექტივების განხილვას. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს შორის მრავალწლიან პარტნიორობასა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მასალები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.