გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა ჩატარდა

თებერვალი 16, 2024

16.02.24 – რუსთავი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის N3 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, ევროპული გაერთიანების შექმნის, გაფართოების ისტორიული კონტექსტი, ინსტიტუციონალიზაციის პროცესი და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობა და სამომავლო ნაბიჯები განიხილა.

ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ახალგაზრდებს „Erasmus+“ ფარგლებში სთავაზობენ მოკლევადიან თუ გრძელვადიან ტრენინგ კურსებსა და გაცვლით პროგრამებს.

შეხვედრის მონაწილეებს ეთნიკური უმცირესობების ენაზე თარგმნილი საინფორმაციო მასალები გადაეცათ.