გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა ჩატარდა
მარტი 1, 2024
01.03.24 – გარდაბანი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე, გარდაბნის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში, თემურ სუყაშვილმა მიმოიხილა ევროპული გაერთიანების შექმნის, გაფართოების ისტორიული კონტექსტი, ინსტიტუციონალიზაციის პროცესი და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობასა და სამომავლო ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრის მეორე ნაწილში საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მონაწილეებს გაუზიარა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები და გააცნო ის ორგანიზაციები, რომლებიც ახალგაზრდებს ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის „Erasmus+“ ფარგლებში სთავაზობენ მოკლევადიან თუ გრძელვადიან ტრენინგ კურსებსა და გაცვლით პროგრამებს.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს ეთნიკური უმცირესობების ენაზე თარგმნილი საინფორმაციო მასალები გადაეცათ.