გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა ჩატარდა

თებერვალი 16, 2024

16.02.24 – გარდაბანი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ, გარდაბანის მუნიციპალიტეტის N4 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, ევროპული გაერთიანების შექმნის, გაფართოების ისტორიული კონტექსტი, ინსტიტუციონალიზაციის პროცესი განიხილა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობასა და სამომავლო ნაბიჯებზე ისაუბრა.

შეხვედრის მეორე ნაწილში საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მონაწილეებს გაუზიარა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები და გააცნო ის ორგანიზაციები, რომლებიც ახალგაზრდებს „Erasmus+“ ფარგლებში სთავაზობენ მოკლევადიან თუ გრძელვადიან ტრენინგ კურსებსა და გაცვლით პროგრამებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს