გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის სკოლაში შეხვედრა ჩატარდა

თებერვალი 2, 2024

02.02.24 – სოფელი სართიჭალა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ, სართიჭალის N2 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში, თემურ სუყაშვილმა ევროპული გაერთიანების შექმნის, გაფართოების ისტორიული კონტექსტი, ინსტიტუციონალიზაციის პროცესი მიმოიხილა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრის მეორე ნაწილში საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მონაწილეებს გაუზიარა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები და გააცნო ის ორგანიზაციები, რომლებიც ახალგაზრდებს პროგრამის „Erasmus+“ ფარგლებში სთავაზობენ მოკლევადიან თუ გრძელვადიან ტრენინგ კურსებსა და გაცვლით პროგრამებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.