გარდაბნის მუნიციპალიტეტში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
მარტი 22, 2024
22.03.24 – გარდაბანი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებსა და მოსწავლეებთან, დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროკავშირის დახმარებისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკასა და ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სარგებელზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობაზე.
შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა გაუწია და დამსწრეებს ცენტრის საქმიანობის სპეციფიკა და მიზნები გააცნო.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.