გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 25, 2022

25.02.22 – ქვემო ქართლი

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.

შეხვედრას, რომელსაც 60-მდე საჯარო მოხელე ესწრებოდა, საინფორმაციო ცენტრის რეგიონული წარმომადგენლობების კოორდინირების სამსახურის უფროსი ირინა ბარნაბიშვილი მიესალმა და ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ესაუბრა.

სტრატეგიული კვლევების ცენტრის თავმჯდომარემ ირაკლი მენაღარიშვილმა, მიმოიხილა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები ამ პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული პროგრამები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლიან თანამშრომლობას. ვაშინგტონსა და თბილისს შორის ორმხრივი ურთიერთობები 1992 წელს, საქართველოს მიერ 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დამყარდა.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.