გენდერულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის ბენეფიციარებთან შეხვედრა გაიმართა

მაისი 9, 2024

09.05.24 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, გენდერულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის ბენეფიციარებისთვის თანამედროვე ციფრულ სივრცეებში არსებული გამოწვევებისა და დეზინფორმაციის საკითხებზე სემინარი ჩაატარა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები გააცნო და შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა. ხაზი გაესვა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკის, შესაძლებლობების, გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების საკითხებზე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა საზოგადოებასთან პროაქტიული კომუნიკაციის წარმოების უპირატესობებზე, თანამედროვე საინფორმაციო სივრცისთვის დამახასიათებელ თავისებურებებსა და დეზინფორმაციასთან გამკლავების მეთოდებზე.