ღია კარის დღე N139 და N85 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის

თებერვალი 11, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა ქ.თბილისის N139 და N85 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ღია კარის დღეზე უმასპინძლა.

საინფორმაციო ცენტრის ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ინფორმირების სამსახურის უფროსი მარიამ დოლიძე მოსწავლეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე, დაგეგმილ ღონისძიებებსა და ცენტრის პროექტებში მოსწავლეების ჩართულობის შესაძლებლობებზე ესაუბრა. მარიამ დოლიძემ მოსწავლეებს ევროკავშირის ისტორიასა და ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობას შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სარგებელსა და განათლების პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება.

მოსწავლეებს საქართველოში ვიზიტით მყოფმა ბელგიის სამეფოს საემიგრაციო ოფისის მიგრაციის ოფიცერმა კატი ვერცელენმა უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ესაუბრა და ყურადღება გაამახვილა როგორც უვიზო მიმოსვლის სარგებელზე, მოგზაურობის წესებზე.

კატი ვერცელენმა ბელგიის სამეფოში საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლით სარგებლობისა და თავშესაფრის მოთხოვნის სტატისტიკაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო შეყვანილია უსაფრთხო ქვეყნების სიაში, აქედან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებს იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ აქვთ საფუძველი მოითხოვონ თავშესაფარი.

შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდებს თემატური ლიტერატურა დაურიგდათ. საინფორმაციო ცენტრი მუდმივად მართავს მსგავს შეხვედრებს და სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სკოლის მოსწავლეებს ღია კარის დღეზე მასპინძლობს.