ღია კარის დღე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონულ ოფისში

მარტი 22, 2024

22.03.24 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ბათუმის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილი, ახალგაზრდებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვან საკითხებზე, მიმდინარე პროცესების დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. სკოლის მოსწავლეებმა ისაუბრეს ცენტრის მიერ ორგანიზებული შეხვედრის შემდეგ მათ მიერ დაგეგმილი პროექტის მიმდინარეობის საკითხებზე და განიხილეს პროექტის წარმატებით განხორციელების პროცესში დასახელებული იდეები.