ღია კარის დღე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონულ ოფისში
თებერვალი 14, 2024

14.02.24 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა აჭარის რეგიონში, ბათუმის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, ახალგაზრდებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვან საკითხებზე, მიმდინარე პროცესების დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირი-საქართველოსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ისტორიაზე, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიდან გაწევრიანებამდე დაგეგმილი პროცედურების და ქვეყნის სათანადოდ მომზადების ეტაპებზე.
შეხვედრას ესწრებოდა ბათუმის N10 საჯარო სკოლის პედაგოგი ნესტან კორძაია, რომელმაც საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროსთან თანამშრომლობის გამოცდილებაზე ისაუბრა და სამომავლოდ, სკოლის მოსწავლეებს ცენტრის პროექტებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.