ღია კარის დღე საინფორმაციო ცენტრში
დეკემბერი 6, 2023
12.06.23 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა სკოლა-ლიცეუმის „მწიგნობართუხუცესი“ მოსწავლეებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ, მოსწავლეებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო და განსაკუთრებული აქცენტი ორგანიზაციის მიერ ახალგაზრდებისთვის შეთავაზებულ პროექტებზე გააკეთა.
მომხსენებელმა, ასევე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსებასა და გაფართოების ეტაპებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს ურთიერთობის დინამიკაზე, თანამშრომლობის მექანიზმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.