ღია კარის დღე საინფორმაციო ცენტრში
დეკემბერი 7, 2023

07.12.23 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, N10 და N181 საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, ვახტანგ ნინიკაშვილმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსებაზე, ალიანსის სტრუქტურაზე, გაფართოების ეტაპებსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე ისაუბრა.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრაზე აქტიურად ჩართულ მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული საინფორმაციო მასალები გადაეცათ.