ღია კარის დღე საინფორმაციო ცენტრში

იანვარი 25, 2024

25.01.24 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, N174 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, თამარ ჭითანავამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსებაზე, მის სტრუქტურასა და გაფართოების ეტაპებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე და მიმოიხილა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა.