ღია კარის დღე საინფორმაციო ცენტრში

თებერვალი 6, 2024

06.02.24 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, N87 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, ვახტანგ ნინიკაშვილმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსებაზე, ალიანსის სტრუქტურაზე, გაფართოების ეტაპებსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე ისაუბრა.

გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.