ღია კარის დღე საინფორმაციო ცენტრში

თებერვალი 29, 2024

29.02.24 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, N37 და N119 საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა.

შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა თეკლა სიგუამ წარმართა.

შეხვედრის თემას წარმოადგენდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის დინამიკისა და ამ პროცესში მიღწეული ხელშესახები შედეგების განხილვა. ამავდროულად, ყურადღება დაეთმო ევროკავშირის შექმნის, განვითარების ისტორიასა და გაფართოების ეტაპებს. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებს ინფორმაცია მიეწოდათ ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებისა და ევროპაში განათლების მიღების შესაძლებლობებზე.