ღია კარის დღე საინფორმაციო ცენტრში
მარტი 19, 2024
19.03.24 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ქართულ-ევროპული კერძო სკოლისა და თბილისის N122 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, თამარ ჭითანავამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსებაზე, მის სტრუქტურასა და გაფართოების ეტაპებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე და მიმოიხილა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა.