ღია კარის დღე საინფორმაციო ცენტრში
მარტი 27, 2024
27.03.24 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, პეგასის თვითმმართველობის წევრებს, თბილისის N142, N143 და კერძო სკოლის „NJ“ მოსწავლეებს უმასპინძლა.
შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა თეკლა სიგუამ წარმართა.
შეხვედრის თემას წარმოადგენდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის დინამიკისა და ამ პროცესში მიღწეული ხელშესახები შედეგების განხილვა. ამავდროულად, ყურადღება დაეთმო ევროკავშირის შექმნის, განვითარების ისტორიასა და გაფართოების ეტაპებს. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებს ინფორმაცია მიეწოდათ ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებისა და ევროპაში განათლების მიღების შესაძლებლობებზე.
შეხვედრის დასასრულს სახალისო ვიქტორინა გაიმართა.