ღია კარის დღე საინფორმაციო ცენტრში

მარტი 28, 2024

28.03.24 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, თბილისის N147 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, თამარ ჭითანავამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსებაზე, მის სტრუქტურასა და გაფართოების ეტაპებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე და მიმოიხილა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა.