ღია კარის დღე საინფორმაციო ცენტრში

აპრილი 10, 2024

10.04.24 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, თბილისის N75, სოფელ მუღანლოსა და დორითის საჯარო და კერძო სკოლის „ერუდიტი“ მოსწავლეებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, თამარ ჭითანავამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსებაზე, მის სტრუქტურასა და გაფართოების ეტაპებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე და მიმოიხილა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა.