ღია კარის დღე საინფორმაციო ცენტრში
ნოემბერი 21, 2023
21.11.23 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, კერძო სკოლის “შავნაბადა” მოსწავლეებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, ვახტანგ ნინიკაშვილმა მოსწავლეებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო.
მომხსენებელმა, ასევე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსებაზე, ალიანსის სტრუქტურასა და გაფართოების ეტაპებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ევროპის რუკის მოზაიკური თავსატეხი ააწყვეს და თემატური ვიქტორინა ითამაშეს.
ვიქტორინაში გამარჯვებულ მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული საინფორმაციო მასალები გადაეცათ.