ღია კარის დღე საინფორმაციო ცენტრში
ნოემბერი 22, 2023
22.11.23 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, N126 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, ვახტანგ ნინიკაშვილმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსებაზე, ალიანსის სტრუქტურაზე, გაფართოების ეტაპებსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე ისაუბრა.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრაზე აქტიურად ჩართულ მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული საინფორმაციო მასალები გადაეცათ.