ღია კარის დღე საინფორმაციო ცენტრში

დეკემბერი 4, 2023

04.12.23 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, N22 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, ვახტანგ ნინიკაშვილმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსებაზე, ალიანსის სტრუქტურაზე, გაფართოების ეტაპებსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე ისაუბრა.

გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.

შეხვედრაზე აქტიურად ჩართულ მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული საინფორმაციო მასალები გადაეცათ.