ღია კარის დღე საინფორმაციო ცენტრში

ივნისი 12, 2023

12.06.23 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა გიმნაზია „შავნაბადასა“ და „ჯეო სქაი სქულის“ მოსწავლეებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ, მოსწავლეებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო და განსაკუთრებული აქცენტი ორგანიზაციის მიერ ახალგაზრდებისთვის შეთავაზებულ პროექტებზე გააკეთა.

მომხსენებელმა, ასევე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსებასა და გაფართოების ეტაპებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს ურთიერთობის დინამიკაზე, თანამშრომლობის მექანიზმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ევროპის რუკის მოზაიკური თავსატეხი ააწყვეს.

მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული საინფორმაციო მასალები გადაეცათ.