ღია კარის დღე სოფელ ომალოს სკოლის მოსწავლეებისთვის
ივნისი 30, 2023
30.06.23 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ახმეტის რაიონის სოფელ ომალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველოს დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა მარიამ გიგაურმა და ქეთევან კუპრაძემ, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები, ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები, პარტნიორობის არსებული გამოცდილება და სამომავლო პერსპექტივები, ასევე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღებული სარგებელი და განათლების პროგრამების ფარგლებში არსებული შესაძლებლობები განიხილეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ევროპის რუკის მოზაიკური თავსატეხი ააწყვეს.
მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული საინფორმაციო მასალები გადაეცათ.