ღია კარის დღე თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეებისთვის
მაისი 23, 2023
23.05.23 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა თბილისის თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ, მოსწავლეებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო და განსაკუთრებული აქცენტი ორგანიზაციის მიერ ახალგაზრდებისთვის შეთავაზებულ პროექტებზე გააკეთა.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანი გვეტაძემ, ყურადღება გაამახვილა მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით, ინფორმაციის სახეობებზე, ყალბი ახალი ამბების ამოცნობისა და გადამოწმების ტექნიკებზე.
შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ევროპის რუკის მოზაიკური თავსატეხი ააწყვეს.
მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული საინფორმაციო მასალები გადაეცათ.