ღია კარის დღე თელავის სკოლის მოსწავლეებისთვის
მაისი 24, 2023
24.05.23 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა თელავის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ, მოსწავლეებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო და განსაკუთრებული აქცენტი ორგანიზაციის მიერ ახალგაზრდებისთვის შეთავაზებულ პროექტებზე გააკეთა.
მომხსენებელმა, ასევე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსებასა და გაფართოების ეტაპებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს ურთიერთობის დინამიკაზე, თანამშრომლობის მექანიზმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ევროპის რუკის მოზაიკური თავსატეხი ააწყვეს.
მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული საინფორმაციო მასალები გადაეცათ.