ღია კარის დღე თბილისის N47 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის

სექტემბერი 30, 2022

30.09.22 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში თბილისის N47 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველოს დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მომხსენებლებმა განიხილეს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები, ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები, პარტნიორობის არსებული გამოცდილება და სამომავლო პერსპექტივები, ასევე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღებული სარგებელი და განათლების პროგრამების ფარგლებში არსებული შესაძლებლობები.

შეხვედრას უძღვებოდნენ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძე, საინფორმაციო ცენტრის ნატო-ს შესახებ საზოგადოების ინფორმირების სამსახურის უფროსი ქეთი კუპრაძე და ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ინფორმირების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მარიამ გიგაური.

შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდებს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალა გადაეცათ.