ღია კარის დღე თბილისის N50 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის
სექტემბერი 29, 2022
29.09.22 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თბილისის N50 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ, მოსწავლეებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო.
საინფორმაციო ცენტრის ნატო-ს შესახებ საზოგადოების ინფორმირების სამსახურის უფროსმა ქეთი კუპრაძემ და ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ინფორმირების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ გიგაურმა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის შექმნისა და განვითარების ისტორიაზე, ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე, თანამშრომლობის არსებულ მექანიზმებსა და ამ პროცესების დეზინფორმაციულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე.
შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდებს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალა გადაეცათ.