ღია კარის დღე თბილისის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებისთვის

ნოემბერი 18, 2022

18.11.22 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის 80-მდე მოსწავლესთვის მედიაწიგნიერების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ გახსნა და ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.

მოწვეულმა ექსპერტმა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანი გვეტაძემ, ვრცლად ისაუბრა მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე, ყალბი ინფორმაციის სახეობებსა და ყალბი ახალი ამბების ამოცნობისა და გადამოწმების ტექნიკებზე.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.