გორის ამერიკულ კუთხეში მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 8, 2022

08.11.22 – გორი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, შიდა ქართლის რეგიონში, გორის ამერიკულ კუთხეში მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარაშვილმა, ევროკავშირის დაარსების, ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორობისა და ჩვენი ქვეყნის სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. ხაზი გაესვა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამებით ახალგაზრდებისთვის გახსნილ შესაძლებლობებს და ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებისა და დეზინფორმაციული ინფორმაციის გავრცელების საკითხებზე.

გარდა ამისა, მომხსენებელი მოსწავლეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე ესაუბრა.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა გადაეცათ.