გორის ამერიკულ კუთხეში მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 25, 2023

25.10.23 – გორი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გორის ამერიკულ კუთხეში მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარაშვილმა, ევროკავშირის დაარსების, ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. გარდა ამისა, ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამებით ახალგაზრდებისთვის გახსნილ შესაძლებლობებს. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდის და დეზინფორმაციის გავრცელების საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის გზებზე.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მოსწავლეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.