გორის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპების წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 16, 2022

16.12.22 – გორი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპების წარმომადგენლებისთვის დეზინფორმაციის საკითხებზე სემინარი ჩატარდა.

სემინარის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარაშვილმა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა, პროექტები, სამომავლო გეგმები, ორგანიზების მიზნები გააცნო და ხაზი გაუსვა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებულობისა და ჩართულობის მნიშვნელობას.

მოწვეულმა ექსპერტმა, ჰიბრიდული ომების მკვლევარმა დავით ძიძიშვილმა, შეკრებილ აუდიტორიასთან ვრცლად ისაუბრა დეზინფორმაციის საფრთხეებზე, ევროინტეგრაციის შესახებ გავრცელებულ მითებზე, სწორი ინფორმაციის ცოდნის მნიშვნელობასა და ანტიდასავლურ პროპაგანდაზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.