გორის მუნიციპალიტეტის პროფესიულ კოლეჯში ,,განთიადი“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 28, 2023
28.02.23 – გორი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, კოლეჯის „განთიადი“ სტუდენტებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარაშვილმა, სტუდენტებს ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, საუბარი შეეხო იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება მოიცავს. ხაზი გაესვა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობის საკითხებსა და იმ პროექტების მნიშვნელობას, რაც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.