გორის მუნიციპალიტეტის სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო

დეკემბერი 13, 2022

13.12.22 – გორი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და საზოგადოებასთან ,,ბილიკი“ პარტნიორობით, შიდა ქართლის რეგიონში საინფორმაციო ცენტრის ოფისში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

გორის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის გამართულ შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარაშვილმა, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე, მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა, ასოცირების ხელშეკრულება, ხელშეკრულების ფარგლებში ჩატარებული რეფორმები, ღრმა და ყოვლის მომცველი ვაჭრობის სიკეთეები, უვიზო მიმოსვლის უპირატესობები და ევროკავშირის საგანამანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა და მოსწავლეებმა ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორობის საკითხზე საკუთარი მოსაზრებებიც გამოთქვეს.

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს საინფორმაციო მასალები გადაეცათ.