გორის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

მაისი 4, 2022

04.05.22 – სოფელი ბერშუეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ციკო შაქარაშვილმა, მოსწავლეებს ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მომხსენებელმა, ასევე, იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის დაარსების წინაპირობაზე, გაფართოების ეტაპებსა და ევროპულ ღირებულებებზე.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მნიშვნელობას. ამასთან ერთად, მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მასთან გამკლავების გზებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.