გორის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

აპრილი 18, 2022

18.04.22 – სოფელი ატენი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ციკო შაქარაშვილმა, მოსწავლეებს ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო იმ შესაძლებლობებს, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის დაარსების ისტორიაზე, გაფართოების ეტაპებზე, ევროპულ ღირებულებებსა და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მნიშვნელობაზე.

მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მასთან გამკლავების გზებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.