გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთის სკოლაში შეხვედრა გაიმართა
მარტი 28, 2023

28.03.23 – სოფელი სვენეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთის საჯარო სკოლაში ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარაშვილმა, ცენტრის სტაჟიორთან ერთად ინტეგრირებული შეხვედრა გამართა და მოსწავლეებს ევროკავშირის დაარსების ისტორიაზე, მისი გაფართოების ეტაპებზე, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრაზე, ასევე, იმ შესაძლებლობებზეც ისაუბრეს, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.