გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 19, 2022

19.09.22 – სოფელი ყელქცეული

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარაშვილმა, მონაწილეებს ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის, საერთო ღირებულებებისა და ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრის მეორე ნაწილი საქართველო-ნატოს ურთიერთობებისა და ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობას დაეთმო. ყურადღება გამახვილდა ნატო-ს დაფუძნების, განვითარებისა და საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებს.

საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა – კი ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის ერასმუს + ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებსა და საკუთარ გამოცდილებაზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.