გორის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის სემინარი გაიმართა
ივნისი 24, 2022
24.06.22 – გორი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და აიპების წარმომადგენლებისთვის სტრატეგიული კომუნიკაციების როლსა და დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე სემინარი გაიმართა.
შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარშვილმა გახსნა და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს უფროსის მოადგილემ ერეკლე შუბითიძემ სტრატეგიული კომუნიკაციების როლსა და დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის შედეგად არსებულ საფრთხეებს. ამ მიმართულებით მომხსენებელმა განიხილა კონკრეტული მაგალითები და მათი გადაჭრის გზები.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატეტის საელჩოსთან ერთად ახორციელებს.