გორის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 1, 2023

24.10.23 – გორი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარაშვილმა, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიზნებსა და საქმიანობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

მოწვეულმა ექსპერტმა, დიპლომატმა თამარ ჭითანავამ, ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე, მის მნიშვნელობაზე, თანამშრომლობის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.