გორის მუნიციპალიტეტის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 25, 2023

25.04.23 – გორი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლის ,,თამარიონი“ მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარაშვილი, მოსწავლეებს ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ესაუბრა. მომხსენებელი, მონაწილეებს იმ შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა.