გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის სემინარი ჩატარდა
აპრილი 28, 2022
28.04.21 – შიდა ქართლი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხების შესახებ სემინარი გაიმართა.
სემინარის მთავარ თემას „საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ახალი ფურცელი“ წარმოადგენდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის, ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ხამაშურიძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, მის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების მნიშვნელობასა და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით გათვალისწინებულ სამომავლო ნაბიჯებს.
შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ გახსნა და სტუდენტებს ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრას, რომელსაც 30 მსმენელი ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგნელმა ციკო შაქარაშვილმა გაუწია.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატეტის საელჩოსთან ერთად ახორციელებს.