გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

იანვარი 24, 2023

24.01.23 – გორი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარაშვილმა, დამსწრეებთან ნატო-ს დააარსებაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო ნატო-ს მიზნებსა და ამოცანებს, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოსთვის გაწევრიანების მნიშვნელობასა და უპირატესობებს.

შეხვედრის მეორე ნაწილი ვიქტორინას დაეთმო, სადაც საუკეთესო შედეგების მქონე სამი მონაწილე თემატური საჩუქრებით დასაჩუქრდა.