გორის სკოლაში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 29, 2023

29.11.23 – გორი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გორის N8 საჯარო სკოლაში, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას დებატ-კლუბის მონაწილე მოსწავლეები და მენტორი პედაგოგი ესწრებოდნენ.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში, ციკო შაქარაშვილმა ევროკავშირისა და ნატოს შექმნის, გაფართოებისა და გაწევრიანების ეტაპების შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს თანამშრომლობაზე. მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებისა და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების შესახებაც. გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის მნიშვნელობასა და ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

შეხვედრაზე, ასევე, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.

შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.