გორის სკოლების პედაგოგებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 24, 2023

24.10.23 – გორი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, გორის საჯარო სკოლების პედაგოგოებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა თამარ ჭითანავამ, ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრა. ასევე, დამსწრეებს ვრცლად მიაწოდა ინფორმაცია ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ჩვენი ქვეყნის გაწევიანების პერსპექტივებზე.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარაშვილმა გაუწია და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრის დასასრულს კი მონაწილეებს ცენტრის თემატური ლიტერატურა გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.